ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა-გენშტაბის ახალი უფროსი ოფიციალურად წარადგინეს

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. ცერემონია ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.

მონაწილეობა მასში გენშტაბის ძველმა უფროსმა და საქართველოს მთავარსარდალმა მიიღეს. პრეზიდენტმა ჯარს სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა გენერალ კაპანაძეს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და გენშტაბის ხელმძღვანელის ვალდებულება გენერალ ჩაჩიბაიას გადასცა.

„ბატონო გენერალო თქვენ ხდებით ძალიან რთული მისიის შემსრულებელი, თქვენ ხართ შთამომავალი იმ საოცარი მხედრული ტრადიციებისა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ურთულეს გარემოში საუკუნეები ატარა. თქვენ ხართ იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა როგორც ავღანეთში ასევე სხვა მისიებში. თქვენ ხართ ამავე დროს ურთულეს რეგიონში და ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალებში გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

მთავარი არის რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის ღვრის გარეშე, მთავარია ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლეებმა უარი თქვეს პირდაპირ შეესრულებინათ ბიძინა ივანიშვილის მითითება”- რატიანი “რუსთავი 2-ის” საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიალევან იზორია : ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას