„ვკითხე – კახი სად ხედავ შენს ადგილს? მიპასუხა – სადაც ისურვებთ, გინდაც თავზე დავდგები“

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ვიცე პრემიერ კახი კალაძის შრომისმოყვარეობაზე საუბრობს. განცხადება ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ქართული ოცნების შტაბის უფროსთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ივანიშვილი ამბობს, რომ კალაძე პარტიის შტაბს კარგად ხელმძღვანელობს. ყოფილი პრემიერი ენერგეტიკის მინისტრთან პირველ შეხვედრასაც იხსენებს.

„კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი და მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და კახის შევხვდი პირველად და შევეკითხე – კახი შენ როგორ ხედავ, სად ისურვებდი, სად ხედავ შენს ადგილს? დღესაც ძალიან კარგად მახსოვს როგორ მიპასუხა – აი სადაც მეტყვით, გინდათ დაცვაში, გინდათ თავდაცვაში, გინდაც თავზე დავდგები, ოღონდაც ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. ასეთი კაცია კახი კალაძე, მან იცის შრომის ფასი ძალიან კარგად და მას შემთხვევით არ მიუღია ის მიღწევები, რაც თქვენ იცით მან მიიღო, როდესაც ფეხბურთში იყო,“-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისომალელმა ისლამისტებმა მშვიდობისმყოფელების ბაზის შტურმის შესახებ განაცხადება გააკეთეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის 200 ლარის ერთჯერადად გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს