”ვიზეარი” ქუთაისიდან ფრენებს ათენის მიმართულებითაც იწყებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ”ვიზეარმა” დღეს ახალი მიმართულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ათენი შესანიშნავი ადგილია როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში. ბილეთების შეძენა 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე : wizzair.com

”ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 30033, 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის ოპერირების საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ესენი იპარავენ”: ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დამატებით განმარტებებს საჭიროებს