ვიზალიბერალიზიის მინიჭების საკითხის მხარდაჭერით, პროცესი არ დასრულებულა და რამდენიმე ტექნიკური ეტაპი დარჩა

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის მინიჭების საკითხის მხარდაჭერით, პროცესი არ დასრულებულა და რამდენიმე ტექნიკური ეტაპი დარჩა.

ჯანელიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„დღეს ყველამ ერთად დავინახეთ თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირისა და ევროპული პარტიების მხრიდან, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში განხორციელდა. ეს ჩვენი კურსის დადასტურებაა. ყველა მოქალაქეს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ გვექნება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაცსაქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: “ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო”
შემდეგი სტატიაგილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!