ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა, სავიზო რეჟიმის კვლავ აღდგენის შესახებ პუნქტი შევიდეს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა
გერმანული გამოცემა „Die Welt“-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის შეზღუდული პირობები დააწესოს.

 

კერძოდ, ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის,  თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, შეიტანოს პუნქტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.
ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა წერს, რომ შეზღუდვების დაწესებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები: გერმანია და საფრანგეთი უჭერენ მხარს.
გამოცემა იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები მოითხოვენ, რომ აღნიშნული მუხლი საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთან დადებულ შეთანხმებაშიც იყოს ჩადებული.
ამ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, უვიზო რეჟიმი სწრაფად გაუქმდება.
საბოლოო გადაწყვეტილება ბრიუსელში ჯერ არ აქვთ მიღებული, თუმცა როგორც ვარაუდობენ, ვითარება არ შეიცვლება და შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
შეგხსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველთათვის ვიზების გაუქმების საკითხს 21 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე აქტიურად განიხილავენ.
banner
წინა სტატიაშილიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე 4 ნავი ჩაიძირა – სავარაუდოდ, მსხვერპლი 400-ს აჭარბებს
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი – არა მგონია, რომ ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს