ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე, ევროპარლამენტის კომიტეტი 7 ივლისს იმსჯელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 7 ივლისის სხდომაზე ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, კომიტეტის სხდომის დღის წესრუგში გამოქვეყნდა

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელია “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკანონმდებლო ინიციატივას მაისის ბოლოს დაუჭირა მხარი. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ დადგა.

როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწორედ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ დასრულდება

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია ჰააგაში ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, კუს ტბაში თევზი “გამბუზია” გაუშვეს