ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველომ რეკორდულად მოკლე პერიოდში გაიარა – ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

“ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველომ რეკორდულად მოკლე პერიოდში გაიარა,” – ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, კურიერთან საუბრისას გააკეთა.

„ეს არის უზარმაზარი და სერიოზული გამოწვევა,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ, საქართველოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი აღარ არის მოთხოვნილი, ეს მთლიანად დამოკიდებულია ევროპელ პარტნიორებზე დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევხვდეთ ევროპელ პარტნიორებს, ველაპარაკოთ, დავაჩქარებინოთ ეს პროცესი, თუ საჭირო გახდება. რაც შეეხება, რა არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა შევუქმნათ საფრთხე დემოკრატიას ქვეყანაში. არ უნდა წამოვიწყოთ რევოლუცია, არ უნდა გავაყალბოთ არჩევნები და ბევრი რამ ისეთი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია კი არა, საერთოდ არსებობის უფლება არა აქვს. მომავალ წლის განმავლობაში, არჩევნების წელია და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვექნება,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საკლუბო ჩემპიონატზე საგარეჯოს გუნდმა რუსები დაამარცხა
შემდეგი სტატია,,არ დავტოვეთ არცერთი ცარიელი ადგილი ვიზალიბერალიზაციის საკითხში შედეგის მისაღწევად”