ევროინტეგრაციის მინსტრი ვიზალიბერაიზაციისთვის კონკრეტულ ვადებს ასახელებს. დავით ბაქრაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება შენგენის ზონასთან მიმოსვლის გამარტივებას ზაფხულისთვის ელოდება.
“ახლა ჯერი ბრიუსელზეა, თუ იქ ამ ინიციატივას განიხილავს უკვე პარლამენტი, უმაღლესი ევროპის საბჭო, რომელიც პროცედურების დაცვით რამდენიმე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლიტიკური მხარდაჭერა უკვე მიღებული გვაქვს,”- აცხადებს მინისტრი დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკურ დონეზე პოზიტიური შეფასება საქართველომ 19 დეკემბერს მიიღო. ევროპასთან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის საჭიროა კიდევ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამეტის თანხმობა.