ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება – თამარ ხულორდავა

გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ამოქმედდება -ეს განცხადება, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორადავამ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე საუბრისას გააკეთა. დეპუტატი გუშინ ლიბეს კომიტეტის მიერ უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტის მხარდაჭერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ერთი პროცედურა, ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება. საპარლამენტო უმრავლესობა, ლიბეს კომიტეტის მიერ ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტზე მხარდაჭერას, წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა, რა თქმა უნდა ვიცით, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ჩვენი მხრიდან და დღეს უკვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკითხი დამოუკიდებლად განიხილება, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ამოქმედდება,” – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის კენჭისყრაში 45 დეპუტატი მონაწილეობა. მათგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტს საბოლოოდ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თებერვალში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიტრამპის პრეს-კონფერენცია: რუსეთი ჩვენ ისე დაგვაფასებს, როგორც არასდროს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას ფრაქციაში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გაწევრიანდებიან