,,ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია და ყველას გილოცავთ”

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, ასე რომ ყველას გილოცავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღევანდელ დღეს “მნიშვნელოვანი დღე” უწოდა.
“დღეს არის ძალიან მნიშვბნელოვანი დღე. მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მინდა საზოგადოებას და თქვენ ყველას გითხრათ, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის მთავრობის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
“მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს და დასძინა, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეულმა უწყებამ მუხლჩაუხრელად იმუშავა.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს
შემდეგი სტატია,, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო”