“ვითვლით ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლის სიას აწვდის.

“ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ სიაში არ მოვახვედროთ ის ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ. ისინი, დიახ, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა დროებით გაწყვეტილია მათთან კავშირი, მაგრამ დადგება დრო და მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას. ისინი არიან და მუდმივად იქნებიან საარჩევნო სიაში.
გარდა ამისა, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში არის ყველა ის მოქალაქე ვინც წასულია საზღვარგარეთ, თუმცა არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობთ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში და არავის აქვს უფლება მათ საარჩევნო ხმის უფლება წაართვას.
ამდენად, თუ საქსტატმა დაითვალა იმ მოქალაქეთა რაოდენობა რომლებიც მოცემულ დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ჩვენ ამას ასე არ ვითვლით. ჩვენ ვითვლით ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა შენგენის ზონის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გამოაცხადა
შემდეგი სტატია„კეთილი ინებოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“ – ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას შესახებ