ვისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 13:59

ვისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე

გუნდში არავითარი ორი ბანაკი და არავითარი კრიზისი არ არის, ეს შეფასებები არის ძალიან გადაჭარბებული – მაქვს სურვილი, რომ ამ თემებზე შეწყდეს საჯარო კომენტარები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და მიმოწერების გასაჯაროების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, მსგავსი საკითხები შიდა საუბრებით, ცივილიზებული და აკადემიური ფორმით განიხილონ, რადგან ეს არ არის საჯარო განსჯის საკითხი.

„არ მიმაჩნია, რომ იყოს კარგი სტანდარტი პირადი მიმოწერების, პირადი საუბრების, კერძო სივრცის საჯარო სივრცეში გადმოტანა. ეს აკრძალული გვაქვს კანონმდებლობით და აუცილებელია, ყველამ დაიცვას ეს სტანდარტი. ფორმულირება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ შეიძლება ყველაფერზე გამოიყენო, მაგრამ ეს არ ეხება საჯარო სივრცეს.

არაფერი არ ხდება საგანგაშო. რაც იყო საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, უნდა დასრულდეს. შესაძლებელია, შიგნით უმრავლესობამ, პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან მშვიდად და ძალიან აკადემიურად ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ. ეს აღარ არის საჯარო სივრცეში განსახილველი საკითხები და დიდი სურვილი მაქვს, დასრულდეს ამ თემებზე სიუჟეტებიც და კომენტარებიც.

მე არ ვფიქრობ, რომ გუნდში კრიზისია, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მოცემულობა ან ისეთი ხდება რაიმე, რომ შეუძლებელია დიალოგითა და საუბრით გადაწყვეტა. ვისურვებ, ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics