ვისკონსინის პრაიმერიზე სანდერსმა და კრუზმა გაიმარჯვეს

ვისკონსინის პრაიმერიზე სანდერსმა და კრუზმა გაიმარჯვეს

ვისკონსინის შტატში დემოკრატების პრაიმერიზე ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა. CBS News-ის მიხედვით, მან ხმების 53% მიიღო ჰილარი კლინტონის ხმების 46%-ის წინააღმდეგ.
რესპუბლიკელებში კი ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა დონალდ ტრამპს 53%-ით მოუგო. მილიარდელმა ბიზნესმენმა ხმათა 30% აიღო. მესამე ადგილას ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი 15%-ით გავიდა.

გუშინდელი მონაცემებით, საპრეზიდენტო რბოლის ფავორიტად ისევ ჰილარი კლინტონი რჩება, მას შეუძლია 1738 დელეგატის ხმის იმედი ჰქონდეს,მაშინ, როცა სანდერსს – 1084 ხმის. საპრეზიდენტო კანდიდატად გარანტირებულად წარდგენისათვის აუცილებელია 2383 ხმა.

რესპუბლიკელებიდან 737 ხმით დონალდ ტრამპი ლიდერობს, კრუზს 494 ხმა აქვს, კეისიკს კი 143 – რესპუბლიკელებში კანდიდატად გარანტირებულად წარდგენისათვის აუცილებელია 1237 ხმა.
ივნისში ორივე პარტია ეროვნულ კონვენტს ჩაატარებს, სადაც აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატებს აირჩევენ.

საპრეზიდნეტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშილონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო
შემდეგი სტატია(VIDEO)სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს