ვისი რჩევით წყვეტს შიმშილობას ირმა ინაშვილი?!

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითხოვენ მთავრობის ადმინისტრაციასთან პატრიოტთა ალიანსის წევრები, რომელებიც ამავდროულად საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, მოშიმშილეთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის არიან პატრიოტთა ალიანსის წამომადგენლები სხვადასხვა რეგიონის საკრებულოში.

პარტიაში არ გამორიცხავენ თბილისის მასშტაბით პიკეტირების მოწყობასა და გზის გადაკეტვასაც.

თავად ირმა ინაშვილი შიმშილობას რამდენიმე დღით ექიმების რჩევით წყვეტს.

„პარტიის წევრები შიმშილობას განაგრძობენ, ვინაიდან ხელისუფლება არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას, ცვლის თუ არა საარჩევნო სისტემას ქვეყანაში. ჩვენ ხელისუფლებისგან უნდა გავიგოთ, რას აპირებს 2016 წელს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიამალიში სამართალდამცავები სამ ეჭვმიტანილს ეძებენ