ვისი დავალებით მოჭრეს მრავალწლოვანი ნაძვები ლაგოდეხში (ვიდეო)

lagლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საფერმენტაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ნაძვები მოჭრეს- ამის შესახებ “თაიმერს” ჟურნალისტმა ლალი ხუბულავამ აცნობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ზედამხედველობის სამსახურის დირექტორის, ოთარ კირკიტაძის განცხადებით, ისინი, როგორც ტენდერში გამარჯვებულები, მოქალაქის განცხადების საფუძველზე გეგმიურ ჭრებს ატარებენ. ოთხი ხის მოჭრაზე გადაწყვეტილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო. მათი მტკიცებით, ხეები საფრთეს უქმნიდა მოქალაქის სახლს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან, რადგანაც გადაწყვეტილებას, გამგეობის დავალებით კეთილმოწყობის ზედამხედველობის სამსახური იღებს.

 

ლალი ხუბულავა

 

banner
წინა სტატიაშისეულმა ფხენიანი 10 მილიონი პირადი მონაცემის მოპარვაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა შედგა