ვიქტორ იუშჩენკო: მე პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს

საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე

მე პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორი იუშჩენკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას.

როგორც თბილისში ოჯახათან ერთად მყოფმა იუშჩენკომ დღეს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველთვის ენდობოდა ქართველ ხალხს.

„მე ყოველთვის ვენდობოდი ქართველ ხალხს. მე ყოველთვის პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ არჩევნებიდან ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ ქართველები, როგორც ერი, იმყოფებიან შიდა პოზიტიურ დიალოგში. მას არ ყოფს პოლიტიკა და იდეოლოგიები. მინდა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტითაც ჩამოვიდე და საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და სიმეტრიული იყოს“,- აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, იუშჩენკომ აღნიშნა – „ამ თემაზე კითხვა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაუსვათ“.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) რუსეთს, სკოლაში ჩახოცილი 20 სირიელი ბავშვის გამო, ჰააგა ელოდება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყნის წარსულია