ვიქტორ დოლიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადანაცვლებას ირაკლი სესიაშვილი არ ადასტურებს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიქტორ დოლიძემ შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს. ამავე თემაზე კომენტარს “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი სესიაშვილი აკეთებს.

„მე ასეთი კონკრეტული ინფორმაცია არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ დოლიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მგონია რომ ამაზე ყოფილიყოს მსჯელობა. ყველა იმ ადამიანთან, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყანას ემსახურებოდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ სიამოვნებით გავაგრძელებთ მუშაობას, არ აქვს მნიშვნელობა, ის რომელ პარტიას ეკუთვნის, იყო თუ არა პარლამენტში და ა.შ. ჩვენი სურვილია, რომ ქვეყნის შენებაში, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო კარგად გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის ნება,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს მიაჩნია, რომ მარნეულის ინცინდენტი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევაა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : კამათი არ უნდა გადაიზარდოს თითის გაშვერასა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს