ვიქტორ დოლიძე : საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას

ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, ჩვენ დეოკუპაციის პირობებში ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგამს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, სადაც ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, სამწუხაროა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება, მაგრამ საქართველო გააგრძელებს გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმას.

“როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინოს და ამის პარალელურად რუსეთი დგას ასეთ ნაბიჯებს, სამწუხაროა. ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, დეოკუპაციის პირობებში ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას. სხვა ბერკეტი არ გვაქვს. სამწუხაროა, რომ რუსეთი ასე იქცევა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, განვახორციელოთ გეგმაზომიერი პოლიტიკა და გავყვეთ არჩეულ სტრატეგიას”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, „რუსეთის ფედერაცია დაეხმარება რესპუბლიკას სუვერენიტეტის დაცვაში“.

banner
წინა სტატიაშილავას ოღლიმ მეშვიდე საპყრობილე დატოვა
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ნარკომოვაჭრე დააკავეს