ვიქტორ დოლიძე ნინო ბურჯანაძის ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.

„ნინო ბურჯანაძის ინციატივა არაერიოზულად მიმაჩნია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი მისწრაფება, ჩვენი მომავალი არის სწორედ ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახი. აქედან გამომდინარე, საბოლოო მიზანი არის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება“,-აღნიშნა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საპასუხო ინიციატივას, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწარფების შესახებ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, დოლიძე მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„თუმცა, ეს არის თემა, ათასჯერ რომ დადგეს საკითხი, ათასჯერვე მხარს დავუჭრერ. ამ შემთხვევაშიც “თავისუფალი დემოკრატები” მზად ვართ, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას მხარი დავუჭერთ.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის შეთავაზებას ამ თემაზე საჯარო დისკუსიის დაწყების შესახებ, ვიქტორ დოლიძე ამ შეთავაზებას წმინდა წყლის რუსულ პროპაგანდას უწოდებს.

„ეს არის წმინდა წყლის რუსული პროპაგნდა, რომ დისკუსია დაიწყოს ამ თემაზე. თემაზე, რომელის გარშემოც დისკუსია საერთოდ არ შეიძლება განიხილებოდეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხვალ-ზეგ ჩვენ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგით ვმოქმედებთ ევროკავშირთან, ისევე როგორც, ნატო-სთან გაღრმავებული თანამშრომლობით. აქედან გამომდინარე, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ვერ გავა. ჩვენი საბოლო ადგილი არის ევროპულ და ევროატლანტიკუე სტრუქტურებში“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშინიცას აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ტურისტების მიმართ გახშირებულ კრიმინალს აკრიტიკებს