ვიქტორ დოლიძე : კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია

რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მორიგ პროვოკაციად მიიჩნევს.

როგორც დოლიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.

“კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგირც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს. მე მახსოვს კუკახნეტოვი ვენაში ჩემი ელჩობის პერიოდში. კულახმეტვი ცხინვალში ე.წ მშვიდბისმყოფელი იყო და ეს ნაბიჯიც მორიგი პროვოკაციაა”,-აღნიშნა ვიქტორ დილიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.

განკარგულება ე.წ. დანიშვნის შესახებ ხელმოწერილია 23 მაისს და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს მომავალი წლის მესამე კვარტლიდან განვახორციელებთ- პრემიერი
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ ოკუპანტების წარმომადგენლობა ჩვენს ტერიტორიაზე დასრულდეს