ვიქტორ დოლიძე – ხელისუფლებას არ უნდა რომ 2020 წლისთვის ჰქონდეს უკეთესი საარჩევნო გარემო

იმ შემთხვევაში, თუ სესიაზე ჩავარდება ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატივა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, ამ საკითხის შემდეგ დღის წესრიგში დგება საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს საარჩევნო სისტემის შეცვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვთ, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია პოლიტსაბჭოს მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ვარიანტთან დაკაშირებით ხელისუფლებას ეყოფა გონება და გადადგამს ნაბიჯს. თუ ეს ვარიანტი არ გავიდა, რა თქმა უნდა, დგება 20/20-ის ვარიანტი, პოლიტსაბჭოზე უდნა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ისევე როგორც მარტო პილიტსაბჭოზე კი არა, ამ შემთხვევაში ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა ვისაუბროთ. როგორი სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, დავრჩებით ერთიან პოზიციაზე. თუ იქნება რაღაც განსხვავებული პოზიციები“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა რომ 2020 წლისთვის მაინც ქონდეს უკეთესი საარჩევნო გარემო.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიღონოთ იმისთვის, რომ რაღაც გამოვიღოთ ამ პროცესიდან. რეალურად შესაძლებელია, მგალითად ვამბობ ვიყო იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული ვიქნები, აი დღეს არ მაქვს მე სხვა გზა და იქნებ 2020 წლისთვის მაინც ქონდეს ქვეყანას უკეთესი საარჩევნო გარემო, მაგრამ ესეც არ უნდათ ახლა, ამის განხილვაზეც არ მოდის ხელისუფლება და ამის ინიცირებას არ უკეთებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში3 დღის წინ ზუგდიდიდან გაუჩინარებული ბიზნესმენები ნარაზენში მოკლულები იპოვეს
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე კომენტარს აკეთებს