ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2017 19:45

ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ

მნიშვნელოვანი

  • ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

სხვა სტატიები

ორი სამთავრობო უწყება – სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უქმდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გადასულიყო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2017 19:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics