ვიოლონჩელისტი როლდუგინი: ობამას დაცვა მას პუტინთან მარტოს არ ტოვებს

ვიოლონჩელისტი როლდუგინი: ობამას დაცვა მას პუტინთან მარტოს არ ტოვებს

5რუსმა ვიოლონჩელისტმა სერგეი როლდუგინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უახლოეს მეგობრად ითვლება, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაცვა ამერიკის მეთაურს პუტინთან მარტოს არ ტოვებს.
“გესმით, ხომ ეს რას ნიშნავს” – განაცხადა მუსიკოსმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე.
მან, ასევე, აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს: “არ შემეშინდება ვთქვა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში. თქვენ მერე გადაამოწმეთ. ჩემი პროგნოზი ასეთია – ტრამპი გაიმარჯვებს” – რუსულ მედიაზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს.
დღეს, 22 სექტემბერს, სერგეი როლდუგინმა კრემლში ალექსანდრე ნეველის ორდენი მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა მას “დიდებული მუსიკოსი” უწოდა.
მუსიკოსი ნახსენებია ოფშორულ კომპანიებში. მისი სახელი რამდენიმე საეჭვო გარიგებას უკავშირდება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისულხან მოლაშვილის სახლში მეგობრები და პეტიციის ინიციატორები იკრიბებიან
შემდეგი სტატიათურქეთი ყირიმში რუსულ არჩევნებს არ აღიარებს