ის ვინც კლინტონის ფოსტა WikiLeaks-ს მიჰყიდა მოკლულია

Fox News-ის ცნობით, გამოძიების მიერ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონისა და დემოკატიული პარტიის ლიდერების მიმოწერა WikiLeaks-ს გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 10 ივლისს, საკუთარ სახლთან ახლოს დაუდგენელი პირების მიერ, გაუგებარი მოტივით, მოკლული დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის თანამშრომელი სეტჰ რიჩი, ის ინფორმატორი იყო, ვინც დემოკრატების ფოსტა WikiLeaks-ს გადასცა…
გამოძიება ამ დასკვნამდე თავად რიჩის კომპიუტერის მყარი დისკის ხანგრძლივმა შესწავლამ მიიყვანა, რითაც დადგინდა, რომ რიჩს WikiLeaks-ზე მომუშავე ერთ-ერთ დირექტორთან, ამერიკელ ჟურნალისტ გევინ მაკფედიენთან ჰქონდა მიმოწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის 21 მაისამდე პერიოდში, სწორედ მაკფედიენს გადასცა რიჩმა დემოკრატების ელექტრონული ფოსტის 44.053 წერილი და მათზე მიმაგრებული 17.761 ფაილი, რომლებიც 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა. რიჩის მკვლელობიდან ზუსტად 12 დღეში გაავრცელა დემოკრატების მიმოწერა WikiLeaks-მა, რითაც ფაქტობრივად აშშ-ს არჩევნების ბედი გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, შარშან ზაფხულში ჰოლანდიურ არხთან საუბრობდა 27 წლის ინფორმატორზე, რომელიც მოკლეს აშშ-ში.
სეტჰ რიჩის მკვლელი ჯერაც დაკავებული არ არის… აშშ-ში ბევრ ადამიანს ეჭვი აქვს რომ ის, დემოკრატიული პარტიის ლიდერთა მხარდამჭერმა სპეცსამსახურის თანმშროლებმა მოკლეს. რიჩის მკვლელის დაკავებაში დაინტერესებული WikiLeaks-ი, საგამოძიებო ბიურო, და რესპუბლიკური პარტიის მდიდარი ლობისტები, მკვლელის პოვნაში დახმარების სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდიან.

banner
წინა სტატიაშიოთარ ფარცხალაძემ დამიძახა და გამიყვანა მოშორებით გვერდზე, ბიჭო, შენ, ერთ მოდი აქო
შემდეგი სტატია(ვიდეო-ფოტო) სირიაში ვაკუუმის ბომბები ჩამოაგდეს