,,ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ “

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია, გადაცემა არჩევანში კორცხელში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, “ეს ადამიანები იყვნენ დაგეშილები და სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას”.

“საღამოს ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, დაახლოებით 9-10 მანქანა არის ჩამოსული თბილისიდან და ძირითადად ესენი არიან სპორტსმენებიო. მეც დავინახე ეს მანქანები ქალაქის ცენტრში. ამის შემდგე უშუალოდ საარჩევნო უბანთან გადავაადგილდებოდი. აქ რეალურად საგანგაშო იცით, რა იყო? მე, გიგა ბოკერიას, ჩვენს მეგობრებს გაგვისწორდნენ, გასაგებია, მაგრამ გზად ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას უსწორდებოდნენ. ყველაფერი ნათელია, რად უნდა ამას 2 და 3 დღე. ეს ადამიანები იყვნენ დაგეშილები,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ძალადობას ხელს არავინ შეუწყობს, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს”
შემდეგი სტატიაშსს კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკავებას ჯერ არ ადასტურებს