ვინ უნდა გაბედოს და თქვას რომ ამის უკან “ნაცმოძრაობა” დგას

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “მოამბესთან” საუბრისას ბათუმში არსებულ ვითარებას აფასებს. მისი თქმით, ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და ამ ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც სიტუაციის ესკალაციისაკენ იქნებოდა მიმართული.

“რა შეფასება უნდა მივცე ამ ქაოსს, მთელი საქართველო უყურებს. უბრალოდ პატრონი არა ჰყავს ქვეყანას. ამ ქვეყანას მთავრობა რომ არ ჰყავს, მე დიდი ხანია ვიცი. უბრალოდ, ბევრს კიდევ ეჭვი ეპარებოდა. არც პრემიერ-მინისტრი, არც შსს მინისტრი არ გვყვავს.

შსს მინისტრი კაბინეტში ზის და ვერ ასრულებს მოვალეობას. 10 საათის განმავლობაში არცერთი ოფიციალური განცხადება, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო სიტუაციის ესკალაციისაკენ, არ გაუკეთებია არავის ივანიშვილის გარემოცვიდან. პოლიცია, როგორც ინსტიტუტი გაანადგურა ივანიშვილმა. მთელი წელიწადნახევარი თავის ხეებს დაატარებს და კეტავს მაგისტრალებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია “მოამბესთან” იმ ბრალდებებზეც საუბრობს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით გაისმა. ნიკა მელიას განცხადებით, ბუნებრივია ამის უკან “ნაციონალური მოძრაობა” არ დგას და დამნაშავე დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელიც ვერ ახერხებს სიტუაციის დამშვიდებას.

“ნიღბებით რომ დადიან ახალგაზრდები, ეს არის არანორმალური. ვინ უნდა გაბედოს და თქვას რომ ამის უკან “ნაცმოძრაობა” დგას. რა პასუხი აქვთ რეალურად სხვა. მე რომ ვიყო ბათუმში, ბუნებრივია, იქ ვიდგებოდი, რომ ეს არ მომხდარიყო. უწყინარი შელაპარაკებიდან, რომელიც მოხდა პატრულის თანამშორმელსა და რიგით მოქალაქეს შორის, ეს ამბავი დაიწყო. უბრალოდ უნდა გამოსულიყო მაღალი თანამდებობის, პასუხისმგებელი პირი და ვითარება დაეშოშმინებინა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგათავისუფლებული ბრალდებული: “განყოფილების უკან, ოთხი საათი ვყავდით მანქანაში და მაწამებდნენ
შემდეგი სტატია“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, ბოდიში მოიხადოს და გადადგეს”