ვინ ტოვებს მინისტრთა კაბინეტს-“არა ერთი არამედ რამდენიმე ცვლილება”

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილი ორშაბათს გახდება, ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში ბესელიამ, მისინტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. გადაცემა “პრიორიტეტებში” ბესელიამ განაცხადა, რომ იგეგმება არა ერთი, არამედ რამდენიმე მინისტრის გათავისუფლება. დეპუტატს მინისტრების ვინაობა არ დაუსახელებია, ასევე უცნობია ვინ იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტში. მისი თქმით, პრემიერ-მინიტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ირაკლი ღარიბაშვილთან გაივლის, შემდეგ კი ახალი შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება.

banner
წინა სტატიაში18 500 ლარი პრემია- ანაზღაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
შემდეგი სტატიანეტავ რას ფიქრობს ამაზე “ვენეციელი ვაჭარი”- გამსახურდია მურუსიძის დანიშვნაზე