ექსკლუზივი – ვის დაასახელებს ,,ოცნება” ზუგდიდის გამგებლის კანდიდატურაზე?!

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმ„თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ზუგდიდის გამგებლად ნუკრი ხასიას კანდიდატურას წარადგენს.

ნუკრი ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენიდანაა და დიდი ხნის განმავლობაში სამშენებლო კომპანია “ქართუ ჯგუფში” და “ატუ”ში მუშაობს, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას სავარაუდოდ, კარგი ურთიეთობა აქვს და მისი გამგებლობაც, ალბათ, ყოფილი პრემიერის სურვილია. ხასია ამ დროისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას კურირებს. მის სახელს უკავშირდება ნარაზენის ტაძრის და ფოთის რაგბის სტადიონის მშენებლობები.  სხვათა შორის, აქამდე ამბობდნენ, რომ „ოცნება“ გამგებლობაზე საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას კანდიდატურას დაასახელებდა, მაგრამ თაიმერის ინფორმაციით, გოგიას კანდიდატურა დღის წესრიგში აღარ დგას.

„თაიმერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ზუგდიდის გამგებლად ნუკრი ხასიას კანდიდატურას მომავალ კვირას ოფიციალურად დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ ევროკავშირიდან გასვლა სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მოიტანს
შემდეგი სტატია,,პრემერთან შეთანმხებით ვმუშაობთ, რათა ახმეტაში ხე-ტყის მრეწველობის საკითხი მოგვარდეს”