ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა კვირიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 17:21

ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა კვირიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა

მნიშვნელოვანი

  • ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილი - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი არ გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

სხვა სტატიები

ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილი – მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი არ გააკეთა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილი დღეს საბურთალოს ეკლესიაში, მომღერალ გიო ხუციშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. მმართველმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს.

გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად, რომელიც თანამდებობიდან გუშინ გადადგა, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის გიორგი ბახტაძის და შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურები განიხილება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 17:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics