ვინ არის ვასიკო ახალაია, რომელმაც 260 ლარის გამო არასრულწლოვანი გაიტაცა

“ეს ახალგაზრდა არის ვასიკო ახალაია. კაცი, რომელიც ამ წუთებში, ცოლთან ერთად ზის ზუგდიდის პოლიციის კაპეზეში და ორივე პატარა გოგონას გატაცებაშია ეჭვმიტანილი. იმ გოგონასი, რომლის დედამაც ახალაიებს ვალი, 260 ლარი ვერ დაუბრუნა. შეძრწუნებული ვარ ამ ინფორმაციის გამო, რომელიც ბერდია კალანდიამ “თაიმერით” გაავრცელა. წარმოუდგენელია, თუნდაც ყოფილი პოლიციელი, ასეთ მძიმე დანაშაულს სჩადიოდეს. თავადაც გოგონას მამა. ალბათ უმძიმეს მდგომარეობაშია ვასიკო ახალაია ამ წუთებში იმ კამერაში, სადაც 2010 წლის 31 დეკემბერს მე მიმაბრძანა კახა მიქაიასთან, ილიკო ჩაჩიბაიასთან, დათო სორდიასთან, საშკა მოლაშხიასთან და ალიკა გეთიასთან ერთად. მართალია, ახალაიამ ბრძანება შეასრულა, მაგრამ ჩვენი უკანონო დაკავების ოქმი სწორედ მან შეადგინა. ისე აერია ამ საცოდავს დაკავების დრო, ადგილი და ბრალი, ისეთ ჩიხში მოვიმწყდიეთ, რომ მაშინდელ ხელისუფლებასა და ძალოვანებს სხვა გზა არ დარჩენიათ- შემსრულებელი ახალია მბრძანებელმა ახალაიამ პოლიციის უკანა კარებიდან გააგდებინა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ვასიკო ახალაიას ნავსაყუდელი კვლავ ნაციონალური მოძრაობა ყოფილა. არავითარი ნიშნისმოგება. ყველაფერი ლაგდება და ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება. უბრალოდ, ამ ზუგდიდს არაფერი ეშველება და რა გავაკეთო?!”-წერს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  და გამტაცებლის ფოტომასალას ავრცელებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 260 ლარის გამო ოჯახს შვილი წაართვეს
შემდეგი სტატიაჩინეთის კოსმოსური სადგურის გამოყენება გაეროს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია