ვინ არის ახალი არქიტექტორის ნათესავი? – „თავისი ნებით არ წავიდოდნენ“

ალეკო ელისაშვილ

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნებადედაქალაქის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიძინა გიორგობიანი და გიორგი არეშიძე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით არ წასულან.ელისაშვილი გიორგობიანისა და არეშიძის საქმიანობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამწვანების სამსახურმა ბოლო პერიოდში მუშაობა გამოასწორა, რაც შეეხება არეშიძეს, ელისაშვილის თქმით, 23 წლის ახალგაზრდა არ შეიძლებოდა ამ თანამდებობაზე ამდენ ხანს ყოფილიყო:

„ზუსტად არ ვიცი ვინ დგას მათი გადადგომის უკან, მაგრამ ის, რომ თავისი ნებით არ წავიდოდნენ, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ერთია რომ კალაძის ცოლის ძმის, არეშიძის დანიშვნაც ძალიან დიდი შეცდომა იყო და ამის შესახებ მაშინაც ვამბობდი, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა და ზოგადად საკადრო შეცდომაც. 23 წლის ბიჭი არ შეიძლება იყოს ქალაქის განათლების სამმართველოს უფროსი და შეცდომა იყო მისი ამდენ ხანს იმ სამსახურში დატოვება. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მასთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს. მიუხედავად იმ ძალიან ბევრი პრეტენზიისა, რაც ზოგადად მე მის მიმართ მქონდა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, ბოლოს ძალიან კარგად ამუშავდა ბიძინა გიორგობიანიც და მისი სამსახურიც. ერთადერთი სტრუქტურაა მერიაში გამწვანების სამსახური, რომელმაც გარემოს დაცვის სტრატეგია შეიმუშავა, ძალიან საჭირო და სერიოზული დოკუმენტი. ერთდერთი სტრუქტრაა რომელმაც ასეთი დოკუმენტი შეიმუშავა და ესეც უნდა აღინიშნოს. ბოლოს რატომ გაუშვეს არ ვიცი. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო გადაადგილ-გადმოადგილებებია, თუმცა კულუარულის ბევრი არაფერი ვიცი“ აცხადებს ელისაშვილი.

რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის ახალ უფროსს, დიმიტრი მოსულიშვილს, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა ადამიანი, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით დადებითი პოზიცია აქვს. ელისაშვილი ამბობს, რომ მოსულიშვილი ნათესაური ნიშნითაა შერჩეული:

„მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ის უფრო ნათესაურ-ნაცნობობს მიხედვით შეარჩიეს, თუმცა ამას კიდევ გადავამოწმებ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიკანადის ერთ-ერთი მინისტრი უკრაინელია
შემდეგი სტატია“კოხორას” დაბრუნება ნანუკას შოუში