ვინ აკავშირებს ინფრასტრუქტურის მინისტრს „ბურჯის“ ბაზაზე აღმოცენებულ კომპანიებთან?!

ცოტა ხნის წინ, კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილს, პრემიერ მინისტრი „ყვავ-ყორანივით“ დაესხა თავს და მინისტრად დანიშნა, თან ცქიტიშვილის ქება-დიდებით ტაიმერგამორთულ რეჟიმში ისაუბრა.

ეს იყო გუშინ. „ხავლ“ კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ჯერ კიდევ ახალი მინისტრი, შესაძლოა სკანდალში გაეხვეს.
რა ხდება დღეს? მიუხედავად, კვირიკაშვილის „თბილი შესავლისა“, უკვე „ზემოთაც“ ეჭვის თვალით უყურებენ ცქიტიშვილის საკადრო პოლიტიკას. მეტიც, არაა გამორიცხული, ცქიტიშვილიც იმავე მიზეზით დაემშვიდობოს მინისტრის პორტფელს, რომლითაც ალავიძე რეალურად მოხსნეს, ფაქტიურად – „პარაშუტით გაუშვეს“ და თან „არაყვავყორნულად“ მადლობაც გადაუხადეს. როგორც ჩანს, მას დაუფასეს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში სამ ეპიზოდში რომ ფიგურირებდა და ითანამშრომლა, თორემ, სხვაგვარად ალავიძე ბიზნესში კი არა, ციხეში უნდა წასულიყო. მითუმეტეს, რომ „სადაც ჯერ არს“ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, ალავიძის გადაყენებამდე ორიოდ დღით ადრე მისცა ჩვენება და როგორც ამბობენ, ისეთები დაწერა, ალავიძის ხელში აყვანა, წესიერი გამოძიების პირობებში, კვირიკაშვილს ნამდვილად უნდა გაჭირვებოდა.

ფაქტია: მაია ცქიტიშვილმა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა ირაკლი ქარსელაძით ჩაანაცვლა, ქარსელაძე პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გახდა. საქმე ისაა, რომ ქარსელაძის ორ პოსტზე დანიშვნის რეალურ მიზეზი ვინც იცის, მას უკვირს, რატომ არ გაუსამა ოცნების ახდენა ცქიტიშვილმა ორსკამოსანს.
ქარსელაძე, გიორგი ლილუაშვილის კლასელი და უახლოესი გარემოცვაა, თუმცა უფრო „შორსაცაა გაფრენილი“ – იგი შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობას ხელმძღვანელობდა, იყო „ბურჯის“ ხელმძღვანელი.

„ბურჯი“ დაიშალა და მის ადგილზე პატარა „ბურჯები“ აღმოცენდნენ, მაგალითად, „ატუ“ და ასე შემდეგ. „ზემოთაც“ და უკვე „ქვემოთაც“ ყველამ იცის, რომ „ბურჯის“ „ასკოლკები“ ქარსელაძესთან ასოცირდება და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ბატონი ორსკამოსანი სამინისტროში სწორედ ტენდერებს კურირებს, ნათელი გახდება ვინ და რატომ აკავშირებს „ბურჯის“ „შთამომავლებთან“ მაია ცქიტიშვილს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს – ირმა ნადირაშვილი