რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილის თქმით მანამდე ვიდრე ევროსასამართლოში რ2-ის საქმის განხილვა არ დასრულდება ცვლილება რუსთავი2-ის მფლობელობაში ან მენეჯმენტში ვერ განხორციელდება. აღნიშნული განცხადება უდუმაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გააკეთა. ევროსასამართლომ რ2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე გადადო:
„სამართლებრივად ეს გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ ვიდრე არ დასრულდება ევროსასამართლოში რ2-ის საქმის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული აღსრულება შეჩერებულია. შესაბამისად ვერანაირი ცვლილება რუსთავი2-ის მფლობელობაში ან მენეჯმენტში ვერ განხორციელდება.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.