ვიეტნამის პარლამენტს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად უხელმძღვანელებს ქალი

ვიეტვიეტნამის ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარე, ქვეყნის ისტორიის მანძილზე პირველად გახდა ქალი – Associated Press-ი წერს.
61 წლის ნგუენ ტხი კიმ ნგანის კანდიდატურას მხარი 95,5%-მა დაუჭირა. პარლამენტის სპიკერის პოსტზე მან ნგუან შინ ხუნგა შეცვალა, რომელიც ეროვნულ კრებას უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
ნგუან ტხი კიმ ნგანს პარტიული, საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან დღემდე ის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია. გარდა ამისა, ნგანი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა – „ასოშეითედ პრესი“ წერს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა 500 საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი დააანონსა
შემდეგი სტატიაჰოლანდიელმა პრემიერმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი წაართვა