ვიეტნამელის მუცლიდან 18 წლის წინ ჩატოვებული მაკრატელი ამოიღეს

ვიეტნამში ექიმებმა პაციენტის მუცლიდან სამედიცინო მაკრატელი ამოიღეს, რომელიც მედიკოსებს 18 წლის წინ ოპერაციისას დაავიწყდათ და ჩატოვეს – წერს “ბიბისი”.
54 წლის მა ვან ნხატას ორგანიზმში უცხო სხეული ულტრაბგერითი გამოკვლევისას აღმოაჩინეს. მისი ამოღების ოპერაცია 3 საათზე მეტ ხანს მიდიოდა. 15 სანტიმეტრიანი მაკრატელი ნხატას ორგანიზმში 1998 წლიდან იდო. მამაკაცის თქმით, ამ წლების მანძილზე მას განსაკუთრებული დისკომფორტი არ უგრძვნია. მუცელის არეში ტკივილები კი რამდენიმე ხნის წინ დაეწყო, რომელიც ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ არ აწუხებდა.

banner
წინა სტატიაშიბახტრიონის ქუჩაზე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიადუტერტემ თქვამ, რომ მისი ნათესავები “ისლამურ სახელმწიფოში” იბრძვიან