(video) ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 12, 2017 00:26 განახლებულია

(video) ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს

„ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში მისი ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ქურდული სამყაროა.

„აქ არის ქურდული სამართალი და მე ნამდვილად არ ვაპირებ ივანიშვილის, უფრო სწორად, პუტინის სურვილის შესრულებას. თვითონ პუტინმა თქვა, რომ ქართველები თავად გაასამართლებენ სააკაშვილსო. მე ნამდვილად არ ავასრულებ პუტინის ოცნებას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან არჩევანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს ხალხის მიერ მისთვის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რადგან ბევრ რამეს აკეთებდა.

„მე ვნანობ, რომ უფრო მეტად ვერ ავხსენით, რომ არ შეიძლებოდა ივანიშვილის არჩევა და მე ვნანობ, რომ ბევრად მეტი ფული არ ჩავდეთ განათლებაში, განათლებაში დონის ამაღლებაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის ბოლოს შეცდომები მან და მისმა გუნდმა დაუშვა, თუმცა, ეს ყველა ხელისუფლებას ემართება.

„სულ რომ ვარსკვლავები მომეწყვიტა ციდან ჩემი ვადის ბოლოში ხალხს, რა თქმა უნდა, ისე არ ვეყვარებოდი, როგორც დასაწყისში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება სიმკაცრეს, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მისი სიმკაცრე გარკვეულ პერიოდში, გამართლებული იყო.

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან ყველანი გამოვიდეთ. მე ხელი არ ჩამიქნევია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს მის მოქალაქეებს და მის მომავალ თაობებს,“ – განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 12, 2017 00:26 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics