ვიდეო:უკრაინულმა მედიამ ავაკოვის ყოფილ მოადგილეზე სკანდალური ფარული ჩანაწერი გამოქვეყნა

korupcia

korupciaუკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მოპოვებული ფარული ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, რომელიც შს მინისტრის, არსენ ავაკოვის ყოფილი მოადგილის, სერგეი ჩებოტარის სამუშაო ოთახშია გადაღებული, მინისტრის კორუფციულ სქემაში ჩართულობა დასტურდება, – იუწყება ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა. ვიდეოში, სადაც კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ ავაკოვი აღნიშნული საქმის კურსშია.
რამდენიმე დღის წინ „იუთუბი“-ზე განთავსდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩებოტარის და შს მინისტრის, არსენ ავაკოვის კორუფციულ მოქმედებებს ამხელს. საქმის არსი კი ასეთია: შსს-ს სახელმწიფო საწარმო „სპეცსერვისის“ ბალანსზე 2,5 მილიონ ტონა ქვიშა იყო. შსს-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ქვიშა მშენებლობისთვის უვარგისად გამოეცხადებინა და ამის საფუძველზე გაეყიდა. ამ მიზნით, ფიქტიური ვაჭრობა წინასწარ შერჩეულ კომპანიასთან გაიმართა. გეგმის მიხედვით, ფირმა „პრაკლადკა“ შსს-სგან ტონა ქვიშას 8 გრივენად იყიდდა, შემდეგ კი, კომერციულ ფასად – 30-35 გრივენად გაყიდდა.
სერგეი ჩებოტარის კაბინეტში გაკეთებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის, თუ როგორ განიხილავს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამ აფერის დეტალებს ალექსეი ტახტაემსა და „სპეცსერვისის“ დირექტორთან. ვიდეჩანაწერში, ასევე, ჩანს, 2014 წლის 27 ნოემბერს თუ როგორ შედიან სერგეი ჩებოტარის კაბინეტში ალექსეი ტახტაი და „სპეცსერვისის“ დირექტორი, რომლებმაც მასპინძელ აცნობეს, რომ პრესაში უკვე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვიშის აუქცონი 10 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
ფარული ჩანაწერის მიხედვითვე, 2014 წლის 17 დეკემბერს, „სპეცსერვისის“ დირექტორი და ალექსეი ტახტაი არსენ ავაკოვის მოადგილესთან ისევ მოდიან. ვიდეოში ჩანს, რომ შეთანხმება არ შედგება, რადგან საბოლოო მყიდველი დროს წელავს. ტახტაი კალკულატორზე ითვლის, თუ რამდენად უნდა ასწიონ ფასი, რომ გაუფასურებული გრივენის კომპენსირება მოხდეს. ის ამბობს, რომ გაყიდვა ახალ წლამდე უნდა გაიწელოს, რათა ფულის ერთეულის კურსი ძალიან არ დაეცეს.
ვიდეოში საუბარი იმაზეცაა, რომ ბორტნიჩახში ქვიშის მსხვილი მწარმოებელი მუშაობს და მისი გაჩერება გაჩერებაა საჭირო, რათა ბაზარზე დეფიციტი შეიქმნას და ამით საბოლოო მყიდველს გადაწყვეტილება სწრაფად მიაღებინონ.
შს მინისტრის მოადგილე ტელეფონზე რეკავს და ამბობს: „ბორტნიჩახში არის კომპანია „ინტერ-ინვესტი“, რომელიც დიდი რაოდენობით ქვიშას აწარმოებს. გაეცი განკარგულება, რომ სრული პროგრამით გაუმკლავდნენ, ქვიშის მოპარვა და მორჩა, დაიწყონ წარმოება”.
არსენ ავაკოვის შს მინისტრად ხელმეორედ დანიშვნისას პოროშენკოს პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი იური ლუცენკო ავაკოვისგან ითხოვდა მოადგილის გათავისუფლებას, თუმცა ავაკოვმა განაცხადა, რომ ამას არ აპირებდა. მეტიც, ავაკოვმა მოადგილე ბევრჯერ სახალხოდ დაიცვა და მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო. სერგეი ჩებოტარი 2015 წლის მაისში საკუთარი სურვილით გადადგა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთსში ისტორიული არჩევნები ტარდება
შემდეგი სტატიათურქეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა