ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ელექტრონულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის ჩამონათვალში შეიტანა. ეს საზოგადოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთობაში მნიშვნელოვანი მოვლენაა – “ბიბისი” წერს. ბევრი მშობელი დიდი ხანია შეშფოთებულია სმარტფონების თამაშების ფართოდ გავრცელების გამო, რომელსაც მათი შვილები ინტენსიურად იყენებენ.

რამდენიმე ხნის წინ კომპანია Apple-მა ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა, მას Digital Health-ი ქვია – მალე მომხმარებლები თამაშში დახარჯულ დროზე შეტყობინებას მიიღებენ. კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ამბობს, რომ სმარტფონებზე მეტისმეტი დამოკიდებულება საშიშია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისაბა კვირკველიას სახლში გულშემატკივრის გვამი იპოვეს
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში აშშ-სთან ერთად დაიწყო სამხედრო მოქმედებები