(video)”სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში”- სააკაშვილი

“სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში”- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

“სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია.

“ივანიშვილმა ბოლო არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა, მე როგორ შეიძლება არჩევნების ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიყო, მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=6JtTQXxSNsU

banner
წინა სტატიაში(video) ენმ-ში დარჩა ხალხი, ვისაც სჯერა იდეის- სააკაშვილი
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილი ენმ-დან წასულებზე და ივანიშვილის ინტერესებზე-ძნელია არ დაინახო მიზეზშედეგობრივი კავშირი