(video)ქვეყანას ოლიგარქი “მინიგარქებით” მართავს – ლევან ხაბეიშვილი

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად დადგინა, რომ 29 დეკლარაციიდან 13 დეპუტატი საკრებულოში მილიონერია და მათ შორის 12 უმრავლესობის წევრია.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირაპირ ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მალე გეგმავს დეპუტატების ბიზნესინტერესებზე კვლევა გამოაქვეყნოს.

„მილიონრობა კი არ არის პრობლემა. აქ პრობლემა არის რაში, აი, მაგალითად, პარლამენტში 8 დეპუტატს, რომლებიც მილიონერთა სიაში არიან, სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ 131 მილიონი ლარის ხელშეკრულება, მათ შორის ტენდერების გარეშე,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, სამომავლო კვლევაში გაირკვევა, თბილისის საკრებულოს 13 მილიონერიდან რამდენია კეთილსინდისიერი.

“მილიონერმა დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, გააუქმეს სოციალური დახმარების ვაუჩერი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას ოლიგარქი “მინიგარქებით” მართავს.

ლევან ხაბეიშვილის აზრით, კომისიის შექმნას ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები ვერ დაელოდებიან, რადგან კომპენსაცია სასწრაფოდ სჭირდებათ.

https://www.youtube.com/watch?v=p6_iyAkxoZQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ტესლას” დირექტორი კომპიუტერს თავში ჩაიდგამს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: „ჯანსუღ ჩარკვიანმა ღიად გამოუცხადა ბოიკოტი ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას!“