(Video)ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ენგურის ხიდზე აფხაზეთის რაიონების კოორდინატორები წარადგინა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე აფხაზეთის რაიონების კოორდინატორები წარადგინა.

“აფხაზეთი ჩვენი იქნება. იარები უნდა მოვაშუშოთ და გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ აფხაზეთის დაბრუნებისათვის. ყველა აფხაზეთიდანაა. მათი გული ანთებულია სურვილით, რომ მალე გაერთიანდეს სამშობლო. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ ჩვენი აფხაზეთის დაბრუნებას”, – თქვა ნათელაშვილმა.
“დღეს წარმოგიდგენთ ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორებს, რომლებიც დავნიშნეთ აფხაზეთის რეგიონებსა და ქალაქებში:
სოხუმის კოორდინატორი – შორენა პაპავა
გაგრის კოორდინატორი – ალექსანდრე ქირია
გუდაუთის კოორდინატორი – ტარიელ თუზბაია
გალის კოორდინატორი – ლაშა კოდუა
ტყვარჩელის კოორდინატორი – გიორგი გვიჩიანი
ოჩამჩირის კოორდინატორი – ირაკლი პაპავა
გულრიფშის კოორდინატორი – ნიკა ჭითანავა
სოხუმის რაიონის კოორდინატორი – გოგა ორჟონია
და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორობას ჩემს თავზე ვიღებ”, – თქვა ნათელაშვილმა.
პარტიის ლიდერმა სამეგრელოს რეგიონში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა.
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო სამუშია
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თამაზ ბოჯგუა
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ზურაბ ლომია.

https://www.youtube.com/watch?v=sNTHdAhiaTI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია : ჩემს საყვარელ პოლიტიკოსს შალვა ნათელაშვილსაც ვესაუბრები
შემდეგი სტატიაეკა გიგაური ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერზე – შეიძლება, ამის უკან სპეცსამსახურები დგანან