(VIDEO)ამერიკული სამხედრო ტექნიკა Agile Spirit–ში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩაიტანეს

ყოველწლიურ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში Agile Spirit მონაწილეობისთვის ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით საქართველოში სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო ქვემეხები შემოიტანეს.

ორკვირიანი სამხედრო სწავლებები  Agile Spirit 2016 ქალაქ ახალციხის მახლობლად მდებარე პოლიგონზე გაიმართება.

ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითთა ძალების ინფორმაციით, სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან.

წვრთნები, სხვა ელემენტებთან ერთად, მოიცავს ვარჯიშს სროლაში ქართული ტანკებისა და ამერიკული ჯანშანტრანსპორტიორების მონაწილეობით, ასევე TOW ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართავადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით.


ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბორანი ფოთის პორტში 27 აგვისტოს შევიდა. ფოტო: DVIDS

Agile Spirit თავდაპირველად ორმხრივი, ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები იყო და 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოში. 2015 წლიდან Agile Spirit მრავალეროვნული სამხედრო სწავლება გახდა და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიც ჩაერთნენ. კიდევ ერთი ყოველწლიური სწავლება, რომელსაც საქართველო და აშშ ერთობლივად ატარებენ არის „ღირსეული პარტნიორი“ – წელს „ღირსეულ პარტნიორში“ გაერთიანებული სამეფოს სამხედროებიც ჩაერთნენ. ეს წვრთნები თბილისის მახლობლად, ვაზიანში გაიმართა. Agile Spirit 2016 პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში, თბილისიდან მოშორებით გამართავენ ერთობლივ წვრთნებს პარტნიორებთან ერთად.

 

https://youtu.be/DzHZ7hm9f9w

banner
წინა სტატიაში საშინელი ავარია თამარაშვილზე – სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ვრცელდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძის განცხადება შესაძლოა, უხეშად ჟღერდა, მაგრამ ალბათ, ის სხვა რამეს გულისხმობდა