(+ვიდეო) ზურაბიშვილი თვლის, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში ვერ გავა

უნდა განისაზღვროს თუ არა კონსტიტუციით ქორწინებისა და ოჯახის ცნებად მამაკაცისა და ქალის ერთობა. ამ საკითხზე დღეს ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში, გადაცემა “პრიორიტეტებში” მსჯელობდნენ.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად გახდა აქტუალური. მისი თქმით, დიდი ალბათობით ინიციატივა პარლამენტში ვერ გავა , მაგრამ გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ზურაბიშვილის თქმით, “რესპუბლიკურ პარტიას” პრინციპულად არასწორად მიაჩნია საკითხზე მსჯელობა , რადგან მისივე განცხადებით, ამ საკითხზე საუბრობენ მხოლოდ ანტიევროპული, ანტიდასავლური პრორუსული ძალები.

ზურაბიშვილის თქმით, ეს ინიციატივა არსებობს იმისთვის, რომ “ბნელების და რუსოფობების გული მოიგონ”.

შეგახსენებთ, რომ ინიციტივის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილება კონსტიტუციის 36-ე მუხლში უნდა შევიდეს. საკითხი დღეს ბიუროზე გაიტანეს.
https://www.youtube.com/watch?v=PGf2jaVd644&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) თამაზ მეჭიაური:ჩემი ადგილი იქ არ არის სადაც ისაა, მაგრამ თუ ის წავა პოლიტიკიდან შეიძლება მეც ვიფიქრო
შემდეგი სტატიაივანიშვილმა მიწის ნაკვეთი დღეს ორჯერ იაფად შეიძინა