(+ვიდეო ) ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

ოდესის ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

,,ის რომ დღისით, შეიძლება ვიღაც მოვიდეს და უდანაშაულო ადამიანს თავს დაესხას, ესროლოს მეტყველებს იმაზე რომ დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. არ ეშინიათ რომ დანაშუალის გამო დასჯილები იქნებიან…. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენი ქუჩები დაცული უნდა იყოს. მე უკვე ჩავაყენე პრეზიდენტი საქმის კურსში.

შეგახსენებთ ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტრავმატული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია “მეშვიდე არხის” ერთი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი ქალაქში Honda-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. უცნობმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ოდესაში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავეები უკვე დააკავა.

https://youtu.be/oOmQwVvwMho

banner
წინა სტატიაში,,მრცხვენია აღიარება, რომ თბილისის ოქროს ხანა რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდი იყო”
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლის იუბილეს აღნიშნავს