(video) ჟირინოსვსკი არაღიარებული ტერიტორიების მიერთების წინადადებით გამოდის

რუსეთი კი არ უნდა დაეხმაროს არაღიარებულ ტერიტორიებს, არამედ თავის შემადგენლობაში უნდა შეიყვანოს ისინი. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლოდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. მის ჩამონათვალში შევიდნენ დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დონბასის დასახელებოსგან კი მან თავი შეიკავა.
„ყველა არაღიარებული ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის შეადგენლობაში რაიონების სახით. აფხაზეთი -კრასნოდარის მხარის აფხაზეთის რაიონი, სამხრეთ ოსეთი- ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი, დნესტრიპირეთი – ყირიმის ოლქის ნაწილი“- აღნიშნა ჟირინოვსკიმ. მისი თქმით, ამ რეგიონების რუსეთის კმაყოფაზე ყოფნა ზედმეტი თავისტკივილია.
ჟირინოვსკის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი, მაგრამ ფრთხილი გმოხმაურება მოჰყვა. ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატის ლეონიდე ჩამაგუას თქმით, „აფხაზეთის ტერიტორიაზე არის რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც შეღავათიანი კომუნალური ტარიფებით სარგებლობენ და, შესაბამისად, აფხაზეთი რუსეთის კმაყოფაზე არ არის“. ოპოზიციონერი ირინა აგრბა მიიჩნევს, „რომ კრემლს კარგად ესმის აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა და ჟირინოვსკის განცხადებას არ უნდა მიაქციოს ყურადღება“. დეპუტატი ბესლან ცვინარია აცხადებს, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. „რაშია მართალი ჟირინოსვკი, იცით? თუ გინდა, რომ დაკარგო მეგობრები, უნდა ასესხო მათ ფული. ადრე თუ გვიან ეს მოხდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის“.

https://youtu.be/PR6vPm4EgSE

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კაზრეთი-წალკა-დმანისის ამომრჩევლებისადმი
შემდეგი სტატია(video) ამერიკაში ტელეწამყვანმა კლინტონის გარდაცვალება შემთხვევით გამოაცხადა