(video) ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან – ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა

რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა. ნიკა გვარამიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მან კონკრეტული მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვა. გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.

„ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან,“ – აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, არ შეიძლება, ეს მოსამართლეები ლექციებს კითხულობდნენ. ამიტომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, არ დაესწრონ მათ ლექციებს.

ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსთავი2-ს ვერ გააჩუმებს.

„ის რუსთავი2-ს ებრძვის, ეს ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს. რუსთავი2 არის ხალხის ხმა და ვერ გააჩუმებს ვერც რუსთავი2-ს,“ – აღნიშნა გვარამიამ.

https://www.youtube.com/watch?v=Rl-DAeo_O-s&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბუნია: ხელისუფლება ტრიუმფალური კარიდან არ შემოვუშვით, მაგრამ ის უკანა კარიდან შემოძვრომას შეეცდება
შემდეგი სტატიაასადი ამერიკელი სამხედროების სირიაში გადასხმას შეუთანხმებელს უწოდებს