(video) ვერ შეძლებს ეს ჯაყო, ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს – სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამბობს, რომ ქართველი ხალხის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ გადაწმყვეტ მომენტში საზოგადოება კვლავ იტყვის თავის სათქმელს. აქვე სააკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიჯერონ თავიანთი თავის და მოუსმინონ ხალხს.

სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ძალიან შეიცვალა უკეთესობისკენ.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს ნავთობი. გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა შეძლოს ქვეყნის ლაჯებში ამოდება. ეს ამას აკეთებს, ქვეყანა პრაქტიკულად საკარმიდამოდ იქცია. მას ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მას ეკუთვნის. ამ გაუნათლებელმა, ჯაყოს მსგავსმა პერსონაჟმა ჩათვალა, რომ საქართველოს მას ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი თავმოყვარეა და გადამწყვეტ მომენტში თავის სათქმელს ამბობს. ეს რამდენჯერმე იყო ჩვენს ისტორიაში, ჯერ იყო გიორგი სანაიას მკვლეობის დროს ხალხი ფეხზე დადგა, მერე იყო 2003 წელი და რევოლუცია, შემდეგ იყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი, შემდეგ ცოცხალი ჯაჭვი. მე ვიციმ რომ ყოველთვის დგება მომენტიმ როცა ქართველი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას აჩვენებს ხოლმე. ამიტომ ვერ შეძლებს ეს ჯაყო ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს. მაგრამ მთავარია, მოემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხალხი იქნება მზად ამისთვის. ამას უნდა მომზადება, ამას უნდა დაჯერება, რომ ასე იქნება. მე ღრმად მწამს ჩვენი ხალხის. პარტიულ ჯგუფებს საკუთარი თავის უნდა სწამდეს. მე არ მჯერა, რომ ერთი ლიდერი შეძლებს ამას, საქართველო ძალიან შეიცვალა. მე რომ მას უკრაინას ვადარებ, შემიძლია, ვთქვა, რომ შეიცვალა უკეთესობისკენ,” – აცხადებს სააკაშვილი.

https://youtu.be/ZVVQ0eNNGLU

„არასდროს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პრეზიდენტის კაბინეტში იყო მრავალსაათიანი კამათები, ბევრჯერ შეუბრუნებიათ ჩემთვის სიტყვა, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ, ამ ყველაფრის შემდეგ მიგვიღია გადაწყვეტილებები. მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება. სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ადამიანის განცხადება, რომ ჩვენ ვართ პარტიაო. მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტიაო. მათ რა უფლება აქვთ, რომ ასე აცხადებენ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებების მიღებას ენმ-ის პარტიის ყრილობაზე ურჩევს.

 

https://youtu.be/4WJp8408Hsg

 

 

 

banner
წინა სტატიაშიის, რომ „გრეჩიხას“ დავემსგავსებით, სისულელეა, მოდით დავემსგავსოთ საკუთარ თავებს
შემდეგი სტატიაობამას ,,ანდერძი,,