(video) თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ქალაქის მერი გააკრიტიკეს და მწვავე შეკითხვები დაუსვეს.

ქართული ოცნების დეპუტატის, ჯაბა ჯიშკარიანის, მეგობარი, მელორ ვაჩნაძეც, ესწრებოდა თბილისის მერის სიტყვით გამოსვლას. თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვას მელორ ვაჩნაძე მას შემდეგ ოპოზიციია განცხადებების შემდეგ შეეცადა.

მელორ ვაჩნაძემ ნაციონალური მოძრაობის მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა და ქალაქის მერის დაცვა სცადა.

„მოქალაქე ვარ, ჯაბამ ჩემმა მეგობარმა დაუშვა საშვი. მთელი დღეა, ვისმენ ნაციონალების განცხადებებს, რომ ტაშისმკვრელი ვარ,“ – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

თბილისის მერის დაცვა მელორ ვაჩნაძის მეგობარმა და უმრავლესობის დეპუტატმა საკრებულოს დარბაზის ტრიბუნიდან გააგრძელა.

https://youtu.be/IQ_MFXYHgTw

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა თავისი ძმის მისამართით გამოთქმულ ბრალდებასაც უპასუხა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ვლადიმერ პოზნერი უკმაყოფილოა იმ რეაქციით, რომელიც მის ინტერვიუს მოჰყვა საქართველოში