(Video) სუსი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტი თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. უწყების პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

“რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცლხსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდიანრეობს ამ პირების იდენტიფიკაცია”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციისას დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება. სუსი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავოს ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილოს უწყების მითითებებს.

https://www.youtube.com/watch?v=jNU0b7DxF3g&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისამხედრო ექსპერტი: სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის ჩვენება
შემდეგი სტატიასააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაია დისტანციურად იკითხება