(video) სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს მძიმე

ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს – მძიმეც, – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების – აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნია ქვეყნის საგარეო იმიჯი.

https://www.youtube.com/watch?v=bO8gY7xpw_0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიუსაყვედურა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის რიკინიგზა ექსპლოატაციაში აპრილში შევა